მიწისძვრა ავღანეთში

ავღანეთში მიწისძვრას მინიმუმ 920 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ასობით მოქალაქე

ავღანეთში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 920 ადამიანი ემსხვერპლა. თალიბანის ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია მინიმუმ 600 მოქალაქე. თალიბანის ლიდერის ჰიბატულა ახუნდზადას თქმით, მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი დაინგრა და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მიწისქვეშა ბიძგები სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში დაფიქსირდა. 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, გასული 10 წლის განმავლობაში ავღანეთში მიწისძვრებს 7 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრების შედეგად ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ 560 ადამიანი იღუპება.

კომენტარები