მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილს ვუჩივლებ და წამოღებულ თანხას სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ

ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.

უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.

85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე - აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და კრედიტ სვისიდან წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეხმიანება, რომელმაც დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვა, რომ "უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან ლელოში ხაზარაძე-ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში - სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის" 

კომენტარები