საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: 2008 წელს მსოფლიოში არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება რუსეთის შემოჭრას

უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი და მოახდინა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთის ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება და პრინციპში მათთან ერთად გვიწევს არსებობა. ეს არის რეალობა. ამდენად, ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. ყველას მინდა შევახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში, მოდით პირდაპირ ვთქვათ, არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი. რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია. მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი! ამდენად, 2014 წელს მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც ყველამ ვიხილეთ ყირიმის ანექსია. სულ ახლახან, 2022 წელს გავხდით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომსწრე.

[...] თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია  და რომ რუსეთის ჯარებთან ერთად გვიწევს არსებობა, მოდით, ღიად ვთქვათ, საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ამ სიტუაციაში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

კომენტარები