შინ ევროპისკენ

წილოსანი: დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აქვთ საერთო

სრულად ვიზიარებ ჩემი თანამოქალაქეების სულისკვეთებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სრულად ვემსახურები დასავლურ ღირებულებებს და მიხარია, რომ ჩვენ მიერ კონსტიტუციაში გაკეთებული ეს ჩანაწერი, ამის გარანტიაა.

"მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

ამავდროულად, სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან. მეტიც, პოლარიზაციას და სიძულვილის ენის დამკვიდრებას ყველაზე მეტად ვინც უწყობდა ხელს, ის ხალხი აორგანიზებს ახლა აქციას. მათ შორის ისინიც, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას საქმის გაფუჭებას რომ ცდილობდნენ, მთელი ეს პერიოდი ძალისხმევას რომ არ იშურებდნენ სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოეცხადებინათ და 2020 წლის არჩევნები დასაბუთების გარეშე გაყალბებულად. ახლა კი მოჩვენებითი აღშფოთებით აპროტესტებენ რატომ უკეთესი შედეგი არ მიიღო საქართველომო...

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის ოჯახის წევრი, რადგან ჩვენი ძალისხმევა კარგი საქმეების კეთებისთვის გაცილებით.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. 

20 ივნისს, 20:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია პარლამენტის შენობასთან აქციას შინ ევროპისკენ! მართავს.

კომენტარები