ელენე ხოშტარია

მდინარაძე: თუ ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხვებს არ გაასაჯაროებს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახის შესახებ TV IMEDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს ანგარიშზე რუსეთიდან მილიონობით რუსული რუბლი ერიცხება.

"ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი". – თქვა მდინარაძემ. 

მდინარაძემ მოუწოდა ხოშტარიას, გაასაჯაროვოს გადმორიცხვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.

"თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემვიკდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ ბუნებრივია გადმორიცხვების გასაჯაროვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდაო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულამ სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე". – თქვა მდინარაძემ.

TV IMEDI-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის თეატრიდან მილიონობით რუბლის სახით $150 000 აქვს მიღებული. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრალდებას Facebook-ზე უპასუხა. ელენე ხოშტარიას თქმით, მისი მამა, გოგი ხოშტარია არის ცნობილი სცენოგრაფის, სოლიკო ვარსალაძის მემკვიდრე, შესაბამისად, სპექტაკლების ჰონორარი მას 25 წელია ერიცხება.

"მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ეროცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა". – წერს ხოშტარია. 

კომენტარები