თსუ

ბრძოლა განათლებისთვის: მოძრაობას აქცია არ დაუანონსებია, ვემიჯნებით პარტიულ პროცესებს

თსუ-ს სტუნდეტების მოძრაობა ბრძოლა განათლებისთვის წერს, რომ აქცია სტუნდენტები ევროპული მომავლისთვის მათი დაანონსებული არ არის და ისინი ემიჯნებიან პოლიტიკურ პროცესებს.

"მეგობრებო! ვინაიდან ჩვენ ვართ მოძრაობა, რომლის წევრებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულება, მოძრაობის სახელით პარტიულ პროცესებთან შეერთება არ გვგონია გამართლებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ პირადი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, მიუხედავად ამისა, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დაგვიანონსებია აქცია მოძრაობის სახელით და ვემიჯნებით პარტიულ პროცესებს. ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებისაკენ და სრული ძალებით ვიბრძვით სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის!". - წერია განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუნდენთა ნაწილმა 20 ივნისს, 19:00 საათზე მსვლელობა დაანონსა, რის ფარგლებშიც ისინი უნივერსიტეტთან შეკრებასა და რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავენ.

20 ივნისს, 20:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია პარლამენტის შენობასთან აქციას შინ ევროპისკენ! მართავს.

კომენტარები