საქართველო-ევროკავშირი

მელია: მთავარი ფაქტორი – ხალხის ნება, რისიც რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია, ამოქმედდება

არათუ ბევრი რამე, ყველაფერი ქართველ ხალხზე, პოლიტიკურ და არასამთავრობო საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და ის მთავარი ფაქტორი, რამაც ყველაფერი უნდა შეცვალოს და კვლავ უცვლელია, ის მთავარი ფაქტორი, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ქართულ ოცნებას, ოლიგარქის რეჟიმს, რომლის წინააღმდეგაც ის არის უსუსური, იმიტომ რომ მან იცის, რომ დაუძლეველია ეს ფაქტორი, გადაულახავია, იქნება ამოქმედებული - ეს არის ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი, აი ამ ფაქტორს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა და თუ გვინდა ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც არსებობს შანსი, რომ ვიყოთ თავისუფლება და ჩემთვის თავისუფლება რა არის, არის შესაძლებლობა რომ გავხდეთ უკეთესები, უკეთესი სახელმწიფო გვქონდეს და ამ თავისუფლებას, როდესაც ოლიგარქი გართმევს, თან დაგცინის და თან გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და შენც, ევროპელებიც, ამერიკელებიც ყველა იტყუებით და ბიძინა ივანიშვილის არის მაგარი ადამიანი და კაცი, ეს რომ არ იყოს რა გვეშველებოდა და დააფასეთ, ასეთი მდაბიო კომენტარები კეთდება და ამით უნდათ ფონს გავიდნენ და ფსევდო, ურაპატრიოტული ქართული სადღეგრძელოების რახარუხით, ეს არ გაუვათ ხალხო, წინააღმდეგ შემთხვევაში გავკადნიერდები, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნის აზრი აღარ იქნება.

[...] მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა, ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები, კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ მზად ვართ, გვეუბნებიან ევროპელი პარტნიორები, როგორც ვიყავით, ასე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა.

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას ანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზებაც შეიტანა

კომენტარები