პუტინის რუსეთი

სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს თალიბანის წარმომადგენელი დაესწრება

Insider

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმსს ავღანეთის სახელით თალიბანის წარმომადგენელი ჯამალ ნასირ გარვალი დაესწრება. 

რუსეთის ფედერაციას თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, მიუხედავად ამისა 2022 წლის მარტიდან პუტინის ხელისუფლებამ ავღანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა.

2021 წელს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიაციად გამოცხადებულმა თალიბანმა ავღანეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. 

XXV ეკონომიკური ფორუმი 15-18 ივნისს გაიმართება. ორგანიზატორების განამრტებით მონაწილეთა ნაწილი ღონისძიებას ანონიმურად დაესწრება, ვინაიდან სანქციების ეშინიათ.

კომენტარები