16 ივნისის აქცია

ხოშტარია 16 ივნისის აქციაზე: მგონია, რომ არა გაერთიანებას, პირიქით, გახლეჩას ემსახურება

20 ივნისს, როცა მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სიმბოლურ დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ მოდი გადავდოთ პარტიული ინტერესები გვერდზე და ევროპას ვუთხრათ, რომ ვართ ერთად, მოწოდება, რომ ეს არ ჩაატაროთ, შეტანა რაიმე ტიპის გახლეჩვის, პრეზიდენტის მხრიდან არასწორია. ჩემი საქმე არ არის, ვინ რომელ აქციაზე წავა, მაგრამ როცა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღია და სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის ემზადება, მე მგონია, რომ ეს არა გაერთიანებას, არამედ პირიქით, გახლეჩას ემსახურება... მე პირადად 20-ისთვის ვემზადები. 

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, მთავარი არხის ეთერში სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. 

კომენტარები