16 ივნისის აქცია

ელისაშვილი: 16 ივნისს ყველანი რიგითებად მივიდეთ აქციაზე

17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, პრორუსებისა და მამაძაღლების გარდა, საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა. მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე. მერე მივიდეთ 20-შიც, მარა ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, ჩვენს ჰორიზონტალურ - მე იქ იმასთან არ მივალ ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს, ევროპასა და ბარბაროს რუსებს დავანახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები. განა პრეზიდენტის, განა პარტიების, არამედ საქართველოს დაძახებულზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენს მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ.

მოვუწოდებ სირცხვილიას ჯგუფს, რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა. 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ. საქართველო უპირველეს ყოვლისა.

წერს სოციალურ ქსელში პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 16 ივნისის აქციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა. 

კომენტარები