20 ივნისი

ჯაფარიძე: ვისაც სურვილი ექნება, ცხადია, შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე

16-ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ 20 ივნისი არის თარიღი რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი

მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია, შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე

მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან

ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში!

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე FACEBOOK-ზე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. 

კომენტარები