ივანიშვილის და მისი გარემოცვა როგორი უტიფარი ბოდვითი ტყუილებითაც არ უნდა შეეცადონ საკუთარი პოზიციების შეფარვას, საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ თურმე ევროპა და ამერიკა, მოლდოვისას - არა, მხოლოდ საქართველოსი, რამდენიც არ უნდა შეფუთონ ამ ტყუილებით სიმართლე, საქართველოსთვის მძიმე სიმართლე მდგომარეობს შემდეგში - დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა, რომელიც მზადაა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მსხვერპლად შესწიროს ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, უსაფრთხოება. ღიად დაუპირისპირდეს თავისუფალ სამყაროს, აშშ-ს, ევროპას და ამას ჩვენ ვხედავთ, ვისთან აქვთ მათ დაპირისპირება? ვის წინააღმდეგ მუშაობს ქართული ოცნებისა და ივანიშვილის პროპაგანდა, არა თუ პუტინის რუსეთის ანუ ჩვენი მტრების, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, მათ ამხელენ და ამას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და დააბნიონ ამ ბოდვით, როცა სიმართლე არის ბევრად მძიმე. ეს ხალხი, ეს კაცი, ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს მათ შორის საქართველოსაც. ეს ვითარება გვაქვს დღეს შესაცვლელი და არ უნდა მივცეთ მათ საშუალება რომ საზოგადოების ის ნაწილიც კი შეიყვანონ შეცდომაში. ეს საგიჟეთი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც დრო გავა.
საქართველო-ევროკავშირი
ბოკერია: ივანიშვილი თავისთვის ყველაფერს გაწირავს, საქართველოსაც, ეს გვაქვს დღეს შესაცვლელი
tbl.ge/61ga
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.
ამავე თემაზე
- ხოშტარია: EU-ს ანგარიშით გამოჩნდა, რომ ოცნების პირობებში არ გვაქვს ევროპული პერსპექტივა
- მელია EU-ს ანგარიშზე: ნათელია, რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით
- დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: რაღაც რელევანტურია, რაღაც არა
- EU 5 ივლისზე: მთავრობამ შეკრების უფლება და მომიტინგეთა უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვა
- "ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში" – EU-ს ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე