20 ივნისი

პრემიერი 20 ივნისის აქციაზე: კანონით მონიჭებული ძალით დავიცავთ მოქალაქეების მშვიდობას

დეტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს რაღაცა ევროკავშირში ინტეგრაციის და სტატუსის მონიჭების მოთხოვნით.

ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას? რომელმაც ომის შემდეგ ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს? შემდეგ ხალმხრივად გაუხსნა უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქებს.

აი, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირის სტატუსის მონიჭებას, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ - ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკევ აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ.

ასე რომ მინდა ყველა გავაფრთხილო - ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრენო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები