ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ, ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ცდილობენ. არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, რაც ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში მოსვლა და იმ ბოროტების და ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით იყო წარმოდგენილი.
საქართველო-ევროკავშირი
კალაძე: რეზოლუციის დამოკიდებულება, თითქოს ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია
tbl.ge/61g5
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა.
ამავე თემაზე
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა




