საფრანგეთი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა

პარტიები ქვედა პალატის ეროვნული ასამბლეის 577 ადგილისთვის იბრძოლებენ. საპარლამენტო არჩევნები ორი ტურისგან შედგება - მეორე ტური 19 ივნისისთვისაა ჩანიშნული, შესაბამისად, ახალი პარლამენტის შემადგენლობა მომდევნო კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. 

მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში წასვლაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი - 50%-ზე მეტი იტყვის უარს, რაც საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი რეკორდი იქნება.

უცხოეთში მცხოვრებმა ფრანგებმა რამდენიმე დღის წინ უკვე მისცეს ხმა. შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა უბანზე ემანუელ მაკრონის პარტია ლიდერობდა. 

მემარცხენე პარტიების ბლოკადა - La Nupes ემანუელ მაკრონის გარშემო გაერთიანებულ ცენტრისტულ პარტიათა ბლოკადას - ერთად მთავარი კონკურენტია.

მოიპოვებს თუ არა La Nupes უმრავლესობას ჯერჯერობით უცნობია. Ifop-Fiducial-ის ბოლო გამოკითხვით, ალიანსი 205 მანდატს მიიღებს. ეს ბევრად ჩამოუვარდება უმრავლესობას, თუმცა ამ შედეგით ის მთავარ ოპოზიციურ პარტიად იქცევა და ექნება უფლებამოსილება, დაიკავოს რამდენიმე ძირითადი ადმინისტრაციული თანამდებობა. იმავე გამოკითხვით, მაკრონის გაერთიანება 250-290 მანდატის მოპოვებას შეძლებს. 

ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას და რეგისტრირებული ამომრჩეველთა არანაკლებ მეოთხედის მხარდაჭერას, დაუყოვნებლივ არჩეულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატები, რომლებსაც ხმების მინიმუმ 12,5%-ს მიიღებენ, გამარჯვებისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ. 

პირველი ტურის წინასწარი შედეგები დღეს საღამოსთვის, საბოლოო კი ორშაბათისთვის, იქნება ცნობილი.

კომენტარები