საქართველო-ევროკავშირი

კანდელაკი პრემიერზე: რეზოლუციის სათქმელი დაადასტურა – ამ მთავრობით ჩვენთვის EU-ს კარი ღია არაა

ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი, რომ ამ მთავრობით და ამ ვითარებით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია არ არის. ეს არის კონტექსტი და დღეს ღარიბაშვილმა ეს დაადასტურა. მთავარი ბარიერი საქართველოსთვის არის ეს მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. 

მე ვურჩევდი მთავრობას, რომ არ ეთამაშოს ჩვენი წინამორბედი თაობების მიერ გაღებულ კოლოსალურ მსხვერპლს იმ ათწლეულების ბრძოლაში, მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში და იმ ბრძოლაში, რომელშიც მთელი მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველო იმყოფებოდა, რათა საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის, ევროკავშირის წევსობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამასთან თამაშს, რა თქმა უნდა, არავის არ ვურჩევდი.  

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ღარიბაშვილმა თქვა, რომ სტატუსი სიმბოლურია და, მისივე სიტყვებით, თუ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი". 

კომენტარები