რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა – ბაიდენი

Evan Vucci/AP

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო  ბაიდენის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა. 

ჯო ბაიდენმა, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რისკების გადაჭარბებული აღქმის გამო აკრიტიკებდნენ, აღნიშნა:

"[რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] საზღვარს გადაკვეთდა. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა და ზელენსკის ამის მოსმენა არ სურდა, არამხოლოდ მას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა". - თქვა ბაიდენმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები