ბათუმში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალში კაცი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელმა ბანკის ფილიალში შეჭრის შემდეგ გაისროლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია.
ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა, დაკავებულია ერთი პირი.