ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნა მოხდა ახლა, როცა ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო ამ ქვეყნისთვის, მაინცდამაინც ახლა წამოვიდა შეტევა საქართველოზე, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით.
tbl.ge/61a2
დაკოპირდა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე გამართულ დებატებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე კრიტიკული შეფასება ჰქონდათ ქართული ოცნების პარტნიორი პარტიის წევრებსაც. მაგალითად, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, მარინა კალიურანდის თქმით, "ქვეყანამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე აღმოსავლელ პარტნიორებში, ბოლო დროს, სამწუხაროდ, დაკარგა სისწრაფე დემოკრატიულ რეფორმებში".
ამავე თემაზე
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე




