საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე ევროპარლამენტზე: რა დროს რეზოლუციის პროექტის და დებატების დარეგისტრირება იყო?

ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნა მოხდა ახლა, როცა ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო ამ ქვეყნისთვის, მაინცდამაინც ახლა წამოვიდა შეტევა საქართველოზე, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით...

როდესაც ერთი თვის წინ ცალსახად პოზიტიური დასკვნა გამოდის ევროპის მხრიდან, ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება? რა მოხდა ისეთი, რომელმაც შექმნა რაღაცა არმაგედონის ფონი?

სინამდვილეში მოხდა ერთადერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და დებატების დარეგისტრირება იყო? ეს არის, პირდაპირ დავარქვათ, მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჰქვია. ამ დაბრკოლებებს ქმნიან ქვეყნის გარედან ნაცმოძრაობის მეგობრები და დავალების მიმცემები.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე გამართულ დებატებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოზე კრიტიკული შეფასება ჰქონდათ ქართული ოცნების პარტნიორი პარტიის წევრებსაც. მაგალითად, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, მარინა კალიურანდის თქმით, "ქვეყანამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მოწინავე აღმოსავლელ პარტნიორებში, ბოლო დროს, სამწუხაროდ, დაკარგა სისწრაფე დემოკრატიულ რეფორმებში".

კომენტარები