კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 511 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მაისი-5 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 103 529 ტესტი და დადასტურდა 511 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.49%. ქვეყანაში სულ 577 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 658 240 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 640 802 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 835.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები