რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Gray Eagle-ის ტიპის დრონების მიყიდვას გეგმავს

MQ-1C Gray Eagle

მედია Reuters-ი საქმის კურსში მყოფ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის MQ-1C Gray Eagle-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს. დრონების შეიარაღება შესაძლებელია Hellfire-ის ტიპის რაკეტებით.

დრონს ამერიკული კომპანია General Atomics-ი აწარმოებს.

როგორც Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, დრონების მიყიდვა ჯერ კიდევ შესაძლოა, რომ აშშ-ს კონგრესმა დაბლოკოს. ასევე, წყარომ დაამატა, რომ არსებობს ამ პოლიტიკის ბოლო წუთს ცვლილების რისკიც. 

Gray Eagle-ს მისიაზე ფრენა 30 საათზე მეტ ხანს შეუძლია და ასევე დაზვერვისთვის დიდი ინფორმაციის შეგროვების უნარი აქვს. Gray Eagle-ი არის უფრო ცნობილი დრონის, Predator-ის აშშ-ს არმიისთვის განკუთვნილი ვერსია და შეუძლია 8 დიდი სიმძლავრის Hellfire-ის ტიპის რაკეტით აღჭურვა.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკითხთან დაკავშირებით კონგრესის შეტყობინებას მომდევნო დღეებში აპირებს.

კომენტარები