პელე

პელე პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს

Business Insider

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმირ პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

"ომები ერების დასაშორებლად არსებობს და არ არსებობს იდეოლოგია, რომელიც რაკეტების გაშვებას ამართლებს. რაკეტები მარხავენ ბავშვების ოცნებებს, ანგრევენ ოჯახებს და კლავენ უდანაშაულოებს. 

მე 80 წელი ვიცხოვრე, მოვესწარი მრავალ ომს, სიძულვილს, უხერხემლო ლიდერების მიერ ჩადენილ მხეცობებს. ეს უნდა დასრულდეს. 

ძალიან დიდი ხნის წინ ჩემ თავს შევპირდი, რომ საკუთარ ხმას ყოველთვის მშვიდობისთვის ავიმაღლებდი.

ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ეს კონფლიქტი თქვენს ხელშია, იმ ხელში, რომელიც ჩამომართვით 2017 წელს მოსკოვში". – წერს ფეხბურთის ლეგენდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები