რუსეთი ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ხვალიდან შეწყვეტს. მანამდე, კომპანიამ გაზტერამ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარი თქვა.
ნიდერლანდები ბუნებრივი აირის 15%-ს რუსეთისგან იღებდა.
ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, რომელიც მან 31 მარტს წარადგინა, რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვას ქვეყნები მხოლოდ რუბლში შეძლებენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





