ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 31 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსანის, გიორგი ბრწყინვალეს, ტარიელის და პეტრე იბერის ქუჩების  მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სოლომონ დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ლობჟანიძის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მირაქიშვილის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედანის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, ქუთათელაძის, ლაღიძის, მესხიას და კვალის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ახალმოწამეთა, კეხვის, გარეჯის, წერონისის და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არეშიძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, ატენის, მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები