საქართველო-ევროკავშირი

მეგრელიშვილი: EU-ს რეგულაცია რომ დავაკოპიროთ, იგივე მიდგომა არაა, როგორც მოსკოვის მიმართ იყო?

ევროკავშირის რეგულაციებს თუ ჩვენ ასე უკრიტიკოდ შევუერთდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გვირჩია, თქვენი აზრით, სიღარიბის დაძლევას ჩვენ მოვახერხებთ იმ ტემპებით, რა ტემპებითაც... მაგალითად, წარმოვიდგინოთ, ევროკავშირი წლებია 1-2%-ით იზრდება. ეს იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც ევროკავშირში მოქმედებს. ჩვენ რომ ისინი დავაკოპიროთ და გადმოვიტანოთ საქართველოში კრიტიკული გააზრების გარეშე, და თან, მით უმეტეს, ევროკავშირი ხომ ერთი ქვეყანა არ არის, არის უამრავი სხვადასხვა რეგულაცია, ჩვენ თუ ამაზე არ ვმსჯელობთ და არ ვირჩევთ, რა არის საქართველოსთვის კარგი, ჩვენი დამოკიდებულება, შემთხვევით, ისეთივე ხომ არ არის, როგორიც მოსკოვის მიმართ იყო თავის დროზე, როდესაც ჩვენ, როგორც ბრძანებას, უკრიტიკოდ ვიღებდით და მხოლოდ შესრულება შეგვეძლო. 

ამბობს გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში. 

კომენტარები