თავდასხმა სკოლაზე

ტეხასის დაწყებით სკოლაში მოკლული მასწავლებლის ქმარი 2 დღეში, გულის შეტევით გარდაიცვალა

ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად მოკლული მასწავლებლის, ირმა გარსიას ქმარი, ჯო გარსია ცოლის ტრაგიკული სიკვდილიდან 2 დღეში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ჯო გარსიას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრი Twitter-ზე ავრცელებს. მისი თქმით, ჯო გარსია "დარდით" გარდაიცვალა. 

"სიტყვები არ მყოფნის, ავღწერო, თუ როგორ ვგრძნობთ თავს. გთხოვთ, ილოცოთ ჩვენი ოჯახისთვის. უფალმა შეგვიწყალოს. ეს არ არის ადვილი". – წერს მოკლული ირმა გარსიას ნათესავი. 

ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 20 ბავშვი და 1 მასწავლებელი დაიღუპა

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, თავდამსხმელი 18 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო. სკოლა მდებარეობს ქალაქ უვალდეში, რომელიც ამერიკის სიდიდით მეშვიდე ქალაქიდან, სან ანტონიოდან დაახლოებით 133 კილომეტრითაა დაშორებული.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებთან შეტაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლის დროს ორი ოფიცერიც დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები