თავდასხმა სკოლაზე

ერთი დაღუპული და 8 დაშავებული - აშშ-ს სკოლაში ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა

აშშ-ში კოლორადოს შტატში დენვერის გარეუბანში მდებარე სკოლაში სროლის შედეგად ერთი დადამიანი დაიღუპა 8 კი დაიჭრა. 

CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტი კერძო სკოლა STEM-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი ამ სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს. 

მოსწავლეები სკოლის სხვადასხვა შესასვლელიდან შევიდნენ და იქ მყოფების მიმართულებით სროლა დაიწყეს. 

მედიის ცნობით, პოლიცია ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს. ისინი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. 

სკოლაში 1800 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. 18 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილ მოზარდებს სამართალდამცველებთან აქამდე პრობლემები არ ჰქონიათ. მათი მოტივი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები