თავდასხმა სკოლაზე

ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა

ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 14 ბავშვი და 1 მასწავლებელი დაიღუპა

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, თავდამსხმელი 18 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო. სკოლა მდებარეობს ქალაქ უვალდეში, რომელიც ამერიკის სიდიდით მეშვიდე ქალაქიდან, სან ანტონიოდან დაახლოებით 133 კილომეტრითაა დაშორებული.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებთან შეტაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლის დროს ორი ოფიცერიც დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები