ქართული ოცნება

უსუფაშვილი ივანიშვილს: 2013-ში გვიმეორებდით, დასავლელ პარტნიორებთან ავტორიტეტი არ შეილახოთო

გაგახსენებთ 2013 წლის ბოლოს, როცა მიბრძანდებოდით პრემიერობიდან, ახლადარჩეულ მარგველაშვილს, ახლადდანიშნულ ღარიბაშვილს და მე სამი საათი რომ გვიმეორებდით ერთი და იგივეს - ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, იმაში არაფერი შეგეშალოთო, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ავტორიტეტი არ შეილახოთო, ერთ პატარა რამეში არ გაუჩნდეთ განცდა, რომ სიტყვა და საქმე სხვადასხვაა ან რაღაცას ლავირებთო, და ასე შემდეგ.

"იმიტომ, რომ საქართველოს ბედი ბეწვზე კიდია, მათზე კიდია და თუ ეს ბეწვი გაწყდება, უფსკრულში ჩავიძირებითო". ახლა, გეუბნებით, ის ბეწვი სადაცაა გაწყდება, გაწყვეტილია, სხვა რაღაცებს ვუკავივართ ჩვენ.

რამ მოიტანა ეს ყველაფერი? მოიტანა იმან, რომ ძალაუფლების შენარჩუნებით მოტივით იმ გზას დაადექით თქვენ და თქვენი გუნდი, რომელიც შეუთავსებელია ევროპასთან.  

ლელოს დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

კომენტარები