წყალმომარაგების შეზღუდვა

26 მაისის 22:00-დან თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება 36 საათით შეუწყდება

თბილისის ნაწილს 26 მაისის 22:00 საათიდან 28 მაისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება. GWP-ის განმარტებით, ამის მიზეზი საბურთალოს  რაიონში, ფარნავაზ მეფის ქუჩის N26 მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და გლდანის რაიონებს.

ვაკის რაიონში: ნუცუბიძის ქ. N1-223 (კენტებს), N2-86 (ლუწებს), ვაჟა-ფშაველას გამზ. N43-99 (კენტებს), N52-104 (ლუწებს), ვაჟა ფშაველას I, II III, IV, V, VI, VII კვ, ყაზბეგის გამზირის N30-46 (ლუწებს), ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, დუდუ დადიანის, ნადარეიშვილის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, აფხაიძის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, თავხელიძის, პ. ქავთარაძის, ბედიას ქ. N1,2,3, ძოწის, პოლიტკოვსკაიას, (ჯიქიას), ა. იოსელიანის, ფხაკაძის, ავთო ვარაზის, ფერმწერის, თვალჭრელიძის, ქვემო აჟარის, ბანძელაძის, კაპანელის, წმინდა ვასილესკოს ქ, ჟღენტის, პიკასოს, შავგულიძის, შავიშვილის, თოფურიას, მამასახლისის, სანდრო ეულის, ნადირაძის, მინდელის, მარგიანის, მარიჯანის, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძის) N28-46 (ლუწებს), N13 -19 (კენტებს), ალასანიას, ლვოვის N83-97 (კენტებს), N92-98 (ლუწებს), ონიაშვილის N61-89 (კენტებს), N64-80 (ლუწებს), ასათიანის N9,10,11,14, წყნეთის გზატკეცილს შესახვევებით და გასასვლელებით და ჩიხებით, ბაგების კორპუსებს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, ტაბლიაშვილის, უჩანეიშვილის II შესახვევს, ოთარ ლორთქიფანიძის (შანხაის დასახლება), გაზაფხულის, (დელისის 3 ქუჩა) ჯებაშვილის, ჯებაშვილის 1 გასასვლელი (დელისის 1 ქუჩა), უნივერსიტეტის 1 შეს, თხინვალა, 1 და მე-2 აგარაკს, ნუცუბიძის  I, II, III, IV, V მ/რ -ებს, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზას, გიორგი დანელიას, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩებს, დაბა წყნეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, სოფ. კვესეთს. აღნიშნულ არეალს დაემატა : ჭავჭავაძის გამზ. N 39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში: სოფელ დიღომში: ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთის, თეოდორე პირონის, ბერი გობრონის ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7. მუხადგვერდის, რეაქტორის, მაღალაძეების.

მთაწმინდის რაიონში: დაბა წავკისს, სოფ. ტაბახმელას, დაბა შინდისს, დაბა კიკეთს, დაბა კოჯორს.

გლდანის რაიონში: ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის.

წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთასა და სოფელ წიწამურს.

კომენტარები