რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ბრიტანეთის პარლამენტის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლონდონის მიერ რუსეთის ფედერაციული საბჭოს თითქმის ყველა დეპუტატზე სანქციების დაწესების პასუხად, რუსეთმა 154 ბრიტანელ პარლამენტარს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

მიზეზად ლონდონის "ანტირუსული სასანქციო ქმედებები", ასევე "რუსეთის პოლიტიკური იზოლაციისა და მისი ეკონომიკის განადგურების" მცდელობები სახელდება. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სანქცირებული პარლამენტარები საკუთარი გავლენებით ბრიტანეთში "ანტირუსული განწყობების" შექმნას უწყობდნენ ხელს. 

დიდი ბრიტანეთი მოსკოვსა და მის წარმომადგენლებს აქტიურად უწესებს საქნციებს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები