აშშ-საქართველო

კობახიძე ჩხიკვაძეზე: როგორ დაუშვეს, რომ ჯეფერსონის ქვეყნის დიპლომატები ამას გააკეთებდნენ

ნაცმოძრაობას და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო - გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ?

ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებას მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა. მე ამის ღრმად მწამს.

ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არ წასვლის გამო, რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.

საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.

ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლის კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება.

კომენტარები