აშშ-საქართველო

პაპუაშვილი ბლინკენზე: თანამშრომლობას იმედით უყურებს, სხვანაირად როგორ უნდა გაიგო, მიკვირს

ბლინკენის წერილში ხაზგასმით ეწერა, რომ აშშ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ამ წერილის მთავარი არსი რა იყო? საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას უყურებს იმედებით. სხვანაირად როგორ შეიძლება იქნას გაგებული ეს წერილი, მე ეს მიკვირს.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილზე. ბლინკენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთს ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დააკისროს. 

კომენტარები