ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ქეით მოსი ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლოზე ჩვენებას მისცემს

Independent

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის გახმაურებული სასამართლო პროცესი გრძელდება. 25 მაისს, ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენებით წარსდგება დეპის ყოფილი მეგობარი ქალი, სუპერმოდელი ქეით მოსი.

თავდაპირველად მოსის სასამართლოში გამოძახება არ იგეგმებოდა, თუმცა ჰერდმა ჩვენების მიცემის დროს მოსი ახსენა. მსახიობის თქმით დეპმა მასზეც იძალადა და ცნობილი მოდელი "კიბიდან დააგორა". ჰერდის ბრალდების შემდეგ დეპის ადვოკატებს მოსის სასამართლოზე გამოძახების იურიდიული საფუძველი მიეცათ.

"მოსი დიდი ალბათობით ახლაც მეგობრობს დეპთან. აქამდე არ არსებობდა მისი სასამართლოზე დაბარების ლეგალური საფუძველი, თუმცა ჰერდის მიერ დაშვებული შეცდომის წყალობით დეპის ადვოკატებმა მოდელისთვის ჩვენების ჩამორთმევის უფლება მოიპოვეს". – ამბობს გამოცემა Daily Mail-თან ინტერვიუში სასამართლო ექსპერტი.

დეპმა და მოსმა ურთიერთობა 1994 წელს დაიწყეს. წყვილი ხშირად ჩხუბობდა, რის გამოც მათი რომანი არაერთხელ მოექცა ყვითელი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში. ოთხი წლის შემდეგ, 1998 წელს ურთიერთობა დასრულდა, მალე დეპმა ფრანგი მომღერალი და მსახიობი, ვანესა პარადი გაიცნო, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა. 

დეპსა და ჰერდს შორის მიმდინარე გახმაურებული სასამართლო პროცესის დეტალებს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები