პუტინის რუსეთი

მარია ზახაროვა: 1984 ტოტალიტარიზმზე არ არის, ორუელი ლიბერალიზმის დასასრულზე წერდა

Be Funky

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის, 1984-ის შესახებ ილაპარაკა:

"წლების განმავლობაში მიგვაჩნდა, რომ ორუელმა 1984-ში ტოტალიტარიზმი აღწერა. ეს გლობალური ფეიკია. ორუელი ლიბერალიზმის დასასრულზე წერდა. მან გვაჩვენა, თუ როგორ შეიყვანა ლიბერალიზმმა კაცობრიობა ჩიხში. ის არ წერდა სსრკ-ზე, ის წერდა საზოგადოებაზე, რომელშიც ცხოვრობდა, წერდა ლიბერალიზმის იდეების კრახზე. აღიარეთ რომ ჩვენზე კი არა, თქვენზე წერდა, ეს თქვენ ცხოვრობთ, საზღვარგარეთ, ფანტასტიკურ სამყაროში, რომელშიც ადამიანის გაუქმებაა შესაძლებელი". 

1984 ბრიტანელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ცნობილი ფანტასტიკური რომანია. ანტიუტოპიის მოქმედება ახლო მომავალში, ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხდება, რომელსაც ძლიერი პროპაგანდისტული ინსტიტუციებისა და რეპრესიების საშუალებით დიქტატურა მართავს.

კომენტარები