ევროკავშირი-საქართველო

მდინარაძე EU-ზე: იმედია, მოქალაქეების სიცოცხლის გაფრთხილებისთვის საქართველოს არ დასჯიან

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და გაერთ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ სურთ რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

მისი თქმით, ეს ძალიან ცუდია, რადგან საქართველო ნამდვილად იმსახურებს, "უპირატესად და უფრო ადრე, ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები". მდინარაძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გაფრთხილებისთვის არ "დაისჯება". 

"იმდენად ინტეგრირებულია საქართველო დღეს თავისი დემოკრატიული მოქმედებებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს რამდენიმე ასეული ევროკავშირის შესაბამის სამხედრო სტრუქტურასთან ერთად მხარდამხარ მშვიდობისათვის ბრძოლაში ჩართული და არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამას ცდილობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისათვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უფრთხილდება თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან და თავის ათობით და ათასობით მოქალაქეს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო, მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო ვიღაცამ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ".- ამბობს მამუკა მდინარაძე. 


ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ, CEPS-მა 20 მაისს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის ევროკავშირში წევრობის განაცხადი სიმბოლურია, სინამდვილეში მათ პროცესის წარუმატებლობის დაჩქარება სურთ.

კომენტარები