პოლონეთი

პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს – მინისტრი

REUTERS/Vasily Fedosenko

პოლონეთის მთავრობამ გაწყვიტა 1993 წელს რუსეთთან დადებული შეთანხმება გაზის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ Twitter-ზე დაწერა.

"პოლონეთი აუქმებს ბუნებრივი აირის 1993 წლის მთავრობათაშორის შეთანხმებას იამალის მილსადენის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების სისწორე რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ გაზპრომი არ არის სანდო პარტნიორი". – დაწერა ანა მოსკვამ.

მთავრობათაშორისი შეთანხმება მოიცავდა იამალის მილსადენით გაზის მიწოდებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განვითარებას. მილსადენი პოლონეთის გავლით გაზის ტრანზიტს უზრუნველყოფდა.

პოლონეთსა და ბულგარეთის 2022 წლის აპრილის ბოლოს რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, მიზეზი ქვეყნების მიერ ფასის რუბლში გადახდაზე უარის თქმა იყო. ამასთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლიტვამ სრულად შეაჩერა რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტი, მათ შორის, ნავთობის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის. რუსეთმა გაზის მიწოდება ასევე შეუწყვიტა ფინეთსაც.

კომენტარები