ბულგარეთი

რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უწყვეტს

REUTERS/Vasily Fedosenko

რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უწყვეტს. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მათ 27 აპრილიდან ენერგომომარაგების შეჩერების შესახებ ცნობა უკვე მიიღეს. მიზეზი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია.

სამინისტროს ცნობით, მათ უკვე მიიღეს ზომები მომარაგების ალტერნატიული წყაროს მოსაძებნად და ამჟამად ბუნებრივი აირის მოხმარების შეზღუდვა საჭირო არ არის.

რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო პოლონეთმაც. პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

კომენტარები