ქართული ოცნება

წულუკიანი: არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით

დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუა დღით, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ და წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე, სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა. ეს ხარხარის დონის ანეკდოტია.

ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ, ჩემით დაწყებული, სხვისით გაგრძელებული - შევწყვიტოთ, იმიტომ რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. გვყავს ჩვენი ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი წარმოგზავნილი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, გვყავს ევროკავშირში სხვადასხვა დეპუტატები.

ასე ეხმაურება ტელეკომპანია იმედთან კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ევროპარლამენტარების ნაწილის, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას.

კომენტარები