რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა გაანადგურა უკრაინასა და პოლონეთს შორის წარსულის წინააღმდეგობები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა თავისი სრულმასშტაბიანი შემოჭრით უნებლიედ აიძულა უკრაინა და პოლონეთი დაევიწყებინათ დავა საერთო წარსულზე.  ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას შემდეგ რადაში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"ერთ დღეში გაირკვა, რომ ყველა ამ წინააღმდეგობებს მნიშვნელობა არ აქვს, როცა არის ასეთი საფრთხე. საფრთხე ჩვენი ხალხების გადარჩენისთვის. მე და ანდჟეი ჩვენ ხალხებს შორის რეალური ურთიერთგაგებისკენ ვისწრაფვით, ჩვენ მოვაგვარეთ ეს...ჩვენ ვიცავთ ჩვენთვის საერთო სამყაროს - თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, იმ დროს, როდესაც ვიღაც ბარბაროსობას სჩადის კოსმოსური მასშტაბით. უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ძმობა ახალ მასშტაბებს აღწევს. 24 თებერვალს დავიწყეთ ჩვენი საერთო ისტორიის ახალი ტომის წერა. ჩვენი ხალხების ერთიანობა სამუდამოდ უნდა გაგრძელდეს, ის არასოდეს უნდა დაირღვეს მტრობით".- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინა და პოლონეთი საზღვრის  გამარტივების პროცედურებზე შეთანხმდენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინელები, რომლებსაც სახლის მიტოვება მოიწიათ, პოლონეთში არა ლტოლვილები, არამედ სტუმრები არიან. 

დუდა უცხო სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რადას ადგილიდან მიმართა, მას დეპუტატები ტაშით შეხვდნენ. 

 

კომენტარები