ბოკერია მამალაძეზე: რითი არიან მისგან განსხვავებულები ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია

მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მამალაძე ბრუნდება. საერთოდ დაგვიანდა კიდეც ვიტყოდი მამალაძის დაბრუნება, იმიტომ რომ კვიციანი ეგრევე დააბრუნეს და ეს ცოტა გაეწელათ, არ ვიცი რატომ, რა მანიპულაციებს, ან მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი. მაგრამ ისე სულისკვეთებით, რა თქმა უნდა, ის იყო სიმბოლო შევარდნაძის დროს კორუფციის, პოლიტიკური ძალადობის და წმინდა წყლის ავტორიტარული რეჟიმებისთვის, სხვათაშორის პუტინისტური რეჟიმისთვის დამახასიათებელი ფიგურა - გუბერნატორი, ხო და ივანიშვილის რეჟიმი არის რეაქციული რეჟიმი - ოლიგარქიულ-პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულ-რეაქციული რეჟიმი და მამალაძის ადგილი ივანიშვილის რეჟიმის გარშემოა და მე არ მიკვირს საერთოდ.

[...] და რითი არიან მამალაძისგან განსხვავებულები არსებითად, ან სულისკვეთებით, ან ფასეულობებით ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია საქართველოში. ისე არ გამიგოთ, რომ თავისთავად ეს [მამალაძის ჩამოსვლა] არ მგონია პრობლემა, რომ ასე ხდება. ეს ხელისუფლება მოვიდა იმით, რომ შეიწყალა რუსეთის ჯაშუშობაზე ბრალდებული ხალხი, პუტინისტი მოძალადეები, რომლებიც გამოაცხადა მსხვერპლად და დევნის პროდასავლურ ოპონენტებს - გვარამიას ამბავი ბოლო მაგალითია, რაზეც თუ ჩვენი პოზიცია შეიძლება მაყურებლის ნაწილისთვის იყო, რომ მიკერძოებულია, შეუძლიათ ნახონ Amnesty International-ის განცხადება, ძალიან იშვიათია ასეთი სწრაფი და მკაფიო რეაგირება.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნებას.

კომენტარები