ავტოსაგზაო შემთხვევა

ტრაპიზონთან ქართული ნომრით მოძრავი მინივენი ავარიაში მოჰყვა – არის მსხვერპლი

haberts.com

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ადასტურებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა. მათივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიაში ქართული ნომრით მოძრავი მინივენი მოჰყვა, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა.

კომენტარები