რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FIBA-მ რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო ნაკრებები სხვადასხვა ტურნირიდან მოკვეთა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) რუსეთისა და ბელარუსის საკალათბურთო ნაკრებები სხვადასხვა ტურნირებიდან მოკვეთა. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი გახდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერაციამ 1 მარტს მიიღო, 25 მარტს კი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საბჭომ დაამტკიცა. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთის ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. შეზღუდვა ეხება 3×3 კალათბურთის შეჯიბრებებსაც. აგრეთვე, ტურნირებიდან მოიკვეთა ყველა რუსი ოფიციალური პირიც. 

18 მაისს კი FIBA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის საკალთბურთო ნაკრებების მომდევნო თვეებში FIBA-ს ეგიდით გასამართი ტურნირებიდან მოკვეთა დაადასტურა.

  • გადაწყვეტილების თანახმად, საპირისპირო განცხადების გავრცელებამდე FIBA-ს არცერთი ტურნირის არცერთი მატჩი არ გაიმართება რუსეთსა და ბელარუსში.
  • რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მოიკვეთებიან FIBA-ს ეგიდით გასამართი სხვადასხვა ტურნირებიდან

კერძოდ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან, 2022 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატიდან, 2022 წლის 17-წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატიდან და ასევე 3×3 ფორმატით დაგეგმილი სხვასასხვა საკალათბურთო შეჯიბრებებიდან.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებამდე, FIBA-მ რუსეთის ნაკრები 2022 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატიდანაც მოკვეთა.

კომენტარები