რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ტანმოვარჯიშემ, რომელიც დაჯილდოებაზე Z სიმბოლოთი გამოვიდა, დისკვალიფიკაცია მიიღო

ივან კულიაკი/რუსული სამხედრო ტექნიკის ნაწილი Z-სიმბოლოთია მონიშნული

რუსმა ტანმოვარჯიშემ, ივან კულიაკმა, რომელიც მსოფლიო თასის ტურნირის დაჯილდოებაზე საომარი სიმბოლიკით (Z) გამოვიდა, 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. როგორც CNN წერს, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კულიაკმა მედალი უნდა დააბრუნოს.  

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ კულიაკიც ქცევა "შოკისმომგვრელად" შეაფასა. 

20 წლის სპორტსმენი დაჯილდოებაზე უკრაინის წარმომადგენლის, ილია კოვტუნის გვერდით იდგა. კოვტუმნა ოქროს მედალი მოიპოვა, მან კი ბრინჯაოს.  

Z სიმბოლოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ომის დროს ტექნიკის მოსანიშნად იყენებენ. რუსული პროპაგანდა Z-ს უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ წარმოაჩენს.

კომენტარები