რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ტანმოვარჯიშე დაჯილდოებაზე რუსეთის საომარი სიმბოლიკით გამოვიდა

ივან კულიაკი/რუსული სამხედრო ტექნიკის ნაწილი Z-სიმბოლოთია მონიშნული

დოჰაში ტანვარჯიშში მსოფლიო თასის ტურნირზე რუსი ტანმოვარჯიშე, ივან კულიაკი. დაჯილდოების ცერემონიაზე რუსული საომარი სიმბოლიკით, Z-ით გავიდა. ამ სიმბოლოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ომის დროს ტექნიკის მოსანიშნად იყენებენ. რუსული პროპაგანდა Z-ს უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ წარმოაჩენს.

კულიაკმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი და ოქროს მედალი უკრაინელმა ტანმოვარჯიშემ ილია კოვტუნმა მოიპოვა.

ინციდენტთან დაკავშირებით ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ეთიკის კომიტეტს მიმართა, რათა შეეფასებინათ რუსი ტანმოვარჯიშის "შოკისმომგვრელი ქცევა" და დისციპლინარული ზომების გატარება დაეწყოთ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო 4 მარტს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი ზომები შემოიღო, შედეგად 7 მარტიდან რუს და ბელარუს ათლეტებს და მსაჯებს ფედერაციის შეჯიბრებეში მონაწილეობის უფლება აღარ აქვთ.

კომენტარები