საქართველო-ევროკავშირი

მიშელი: ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბრიუსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. მიშელი წერს, რომ საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმების საჭიროებას ისე, როგორც არასდროს.

"ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზი გაესვა, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს". – დაწერა მიშელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით 17 მაისს გაემგზავრა.

კომენტარები