კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 602 შემთხვევა

Claudio Furlan / LaPresse / AP

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 9-15 მაისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი და დადასტურდა 602 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.62%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 656 568 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 639 069 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 822.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები