ხორბლის ექსპორტი

ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

Amit Dave/Reuters

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში ფასების ზრდის გამო ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს

CNN-ის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ვაჭრობას დაუშვებენ ქვეყნებთან, რომელთა სასურსათო უსაფრთხოებაც ხორბალზეა დამოკიდებული.  

ინდოეთი წარმოებული ხორბლის რაოდენობით მსოფლიოში მეორეა - ისინი ხორბალს, უმეტესად, შიდა მოხმარებისთვის იყენებენ. 

მთავრობა მიზეზად ხორბალზე ფასის ზრდასა და ინდოეთის მეზობლად მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას ასახელებს.  

Gro Intelligence-ის მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის წარმოების, დაახლოებით, 14%-ზე არიან პასუხისმგებელი. შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტი მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ მიზეზით მსოფლიოს ქვეყნები დეფიციტის შესავსებად ინდოეთს მიმართავდნენ. 

კომენტარები