მიხეილ სააკაშვილი

ღარიბაშვილი: ვინც კანონზე მაღლა დააყენა თავი, ნახეთ, როგორი ადგილი მივუჩინეთ – სააკაშვილსაც

ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. მე ნამდვილად არ მაინტერესებს, ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს.  

ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები - გადაყვანა, გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია - კეთილინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია ეს ყველაფერი, საფუძველი არ არსებობს. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. 

კომენტარები